ფეხბურთი

23:20 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "თელავი" გაანადგურა, "ტორპედო" ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში „დინამო ბათუმმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა და რევაზ ინჯგიას მიერ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით დაამარცხა. ბათუმელებს ოთხ თამაშში 8 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს „დინამო თბილისთან“ ერთად იყოფენ, მაგრამ „ტორპედოს“ უმძიმესი სტარტი აქვს, ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 3 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. დირკ შუსტერს სასწრაფოდ მართებს სიტუაციის გამოსწორება...

გორის „დილამ“ „თელავი“ 6:1 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა შოთა შეყილაძემ, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. „დილას“ 7 ქულა აქვს, ისევე, როგორც „თელავს“.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ინჯგია (50)

„დილა“ – „თელავი“ 6:1 (3:0)

გოლები: 1:0 ბუღრიძე (31), 2:0 შეყილაძე (44), 3:0 შეყილაძე (45), 4:0 შეყილაძე (51), 5:0 არაუჟო (54), 5:1 კუტალია (67), 6:1 ანდრონიკაშვილი (81, პენ)

0.064004