ბრაზილიის ნაკრებიდან დორივალ ჟუნიორის გათავისუფლება გადაწყვეტილია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დარწმუნებით იტყობინება და ოფიციალური განცხადების მოლოდინია.
ბრაზილიის ნაკრებმა ბოლო მატჩი არგენტინასთან 1:4 წააგო, რაც როგორც ჩანს, 62 წლის სპეციალისტს არ აპატიეს.
დორივალ ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრებს სათავეში 14 თვის წინ ჩაუდგა და მას შემდეგ „სელესაომ“ მისი ხელმძღვანელობით 16 მატჩიდან 7 მოიგო, 7-ჯერ ფრეს დასჯერდა და ორჯერ დამარცხდა.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად კარლო ანჩელოტის, ჟორჟე ჟეზუშისა და აბელ ფერეირას ვარიანტებს ასახელებენ.