ჩოგბურთი

10:07 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში ტეილორ ფრიცმა დაძაბულ ბრძოლაში მატეო ბერეტინი 7-5, 6-7(7), 7-5 დაამარცხა

მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში ტეილორ ფრიცმა დაძაბულ ბრძოლაში მატეო ბერეტინი 7-5, 6-7(7), 7-5 დაამარცხა.

ამერიკელი ჩოგბურთელი მატჩს აკონტროლებდა, თუმცა მეორე სეტში ექვსი მატჩ-პოინტი გაუშვა, რის შემდეგაც ბერეტინიმ თამაშის გადარჩენა მოახერხა და ყველაფერი გადამწყვეტ სეტში გადაწყდა . მიუხედავად ამისა, 26 წლის ფრიცმა მესამე სეტში კონცენტრაცია შეინარჩუნა, გადამწყვეტ მომენტში იტალიელის ჩაწოდება მოიგო და საბოლოოდ, ორი საათისა და 44 წუთის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა.

ამ შედეგით, ფრიცი ბერეტინისთან პირად შეხვედრებში უპირატესობა 5-0-მდე გაზარდა და პირველად კარიერაში მაიამის მასტერსის ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის ის ჩეხეთის ამომავალ ვარსკვლავ ჯაკუბ მენსიკს დაუპირისპირდება.

0.109378