კალათბურთი

9:26 | 28.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 3 ქულა, "ორლანდოს" მოგებათა სერია "დალასმა" შეწყვიტა

NBA-ში მორიგი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "დალას მავერიკს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 92:101 დამარცხდა. ამ წაგებით "ორლანდოს" ზედიზედ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შესვენებაზე მასპინძლები 7 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც "დალასის" კალათბურთელები კარგად გაისარჯნენ და პერიოდი 14 ქულიანი სხვაობით მოიგეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მატჩის საბოლოო შედეგზე.

"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო პაულო ბანკერო იყო, რომელმაც 35 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანც ვაგნერმა თავის გუნდს 20 ქულა შემატა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩებში გოგა ბითაძეს სათამაშო დრო გაიზარდა, ქართველმა პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

ცნობისთვის "ორლანდო" 35 მოგებითა და 39 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი, 30 მარტს საკუთარ მოედანზე "საკრამენტოს" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061754
სარეკლამო ადგილი - 99
X x X