მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში მამაკაცები ჩაერთვნენ. 31 ქვეყნის 39 მონაწილეს შორის თავისი მოკლე პროგრამა წარმოადგინა ჩვენმა სპორტსმენმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც უშეცდომოდ შეასრულა ყველა ტექნიკური ელემენტი, მათ შორის ორი ოთხმაგი ნახტომი.
ნიკა მოკლე პროგრამის შემდეგ 90.39 ქულით ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა. თავისუფალი პროგრამა შაბათს, 29 მარტს, გვიან ღამით გაიმართება.