ფრანგულმა ავტორიტეტულმა გამოცემა Lequipe-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის 30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე პსჟ-ს ფეხბურთელი უსმან დემბელეა.
ათეულშია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც მე-6-7 ადგილს თანაგუნდელ ვიტინიასთან ერთად იყოფს.
ფრანგულმა გამოცემამ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელთა სია მათი ყოველთვიური ხელფასების მიხედვით შეადგინა. აღანიშნავია ის ფაქტიც, რომ საუკეთესო ათეულში მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელები არიან.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელთა ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1. უსმან დემბელე — 1,5 მილიონი ევრო
2. მარკინიოსი — 1,12 მილიონი ევრო
3. ლუკას ერნანდესი — 1,1 მილიონი ევრო
4. აშრაფ ჰაკიმი — 1,1 მილიონი ევრო
5. უორენ ზაირ-ემერი — 950 ათასი ევრო
6. ხვიჩა კვარაცხელია — 900 ათასი ევრო
7. ვიტინია —900 ათასი ევრო
8. ჯანლუიჯი დონარუმა — 849,5 ათასი
9. ნუნო მენდეში — 800 ათასი ევრო
10. პრესნელ კიმპემბე — 640 ათასი ევრო
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გარდა, ლიგა 1 -ში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ, თუმცა 30 ფეხბურთელში ისინი ვერ მოხვდნენ. მიქაუტაძე ხელფასის სახით თვეში 280 ათასი ევროს იღებს, ხოლო ზურიკოს შემოსავალი 60 ათასი ევროა.