ჩოგბურთი

14:52 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერაში მე-100 ტიტულთან ახლოსაა

ნოვაკ ჯოკოვიჩი დამაჯერებელ თამაშს აჩვენებს მაიმის მასტერსზე, სადაც მე-15 ნომერ ლორენცო მუზეტის 6-2, 6-2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისში მეტოქემ ბრეიქი შეასრულა და ჯოკოვიჩი დროის დარღვევისთვის გააფრთხილეს, მან საკადრისად უპასუხა და ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო, რის შედეგადაც გამარჯვება ერთ საათზე ცოტა მეტ დროში შეძლო.

მატჩს ესწრებოდნენ ჩოგბურთის ლეგენდები სერენა უილიამსი და ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელთა მხარდაჭერაც ჯოკოვიჩმა დიდი მადლიერებით მიიღო.

ახლა მას სამი გამარჯვება აშორებს გაჩემპიონებას და კარიერაში მე-100 ტიტულს. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი სებასტიან კორდა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062326
სარეკლამო ადგილი - 99
X x X