ფეხბურთი

14:45 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალფონსო დევისისთვის სეზონი დასრულებულია, უპამეკანოს რამდენიმე კვირა გაუცდება

მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა სანაკრებო პაუზის დროს მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

კანადელმა ფეხბურთელმა დაზიანება აშშ-თან მატჩში მიიღო და მე-12 წუთზე შეცვალეს. როგორც "ბაიერნის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, დევისს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი, რის გამოც 6 თვით უქმობა მოუწევს. გერმანულმა კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ მისმა კიდევ ერთმა მცველმა დარიო უპამეკანომ მიიღო მუხლის ტრავმა და რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება, მათი პირველი შეხვედრა "ალიანს არენაზე" 8 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 16 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061272
სარეკლამო ადგილი - 99
X x X