ძიუდო

11:15 | 26.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი მედალი მსოფლიო თასზე - პარა ძიუდოისტებმა კარგად იასპარეზეს

„თბილისი არენას“ დარბაზში დასრულდა მსოფლიო თასი პარაძიუდოში. ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარასპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს.

-95 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოპქროს მედალი ზვიად გოგოჭურის ანგარიშზეა, მან ფინალში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი და პარიზი2024-ის ვერცხლის მედალოსანი ფრანგი, ჰელიოს ლატჩუმანაია იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზვიადმა ტურნირზე სამივე შერკინება სუფთად მოიგო. ქართველის მიზანი ლოს ანჯელესის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მოგებაა,

ამავე წონაში კვარცხლბეკზე მეორე ქართველიც ავიდა, რადგან ბრინჯაოს მედალს ლაშა ყიზილაშვილი დაეუფლა. მან რეპეშაჟში მოლდაველი ნიკოლაი ბონდარევი დაამარცხა, მესამე ადგილისთვის ასპარეზობაში კი ბრაზილიელ მარსელო კაზანოვას მოუგო.

+95 კილოგრამში ვერცხლის მედალს დასჯერდა რევაზ ჩიკოიძე, რომელმაც მედლისთვის შეხვედრა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მოწინააღმდეგესთან დათმო. ჩვენმა ფალავანმა J2 კატეგორიის ნახევარფინალში ბრიტანელ ჯეკ ჰოჯსონს სძლია.

ტურნირზე, რომელიც 2 დღე გრძელდებოდა, 25 ქვეყნის 250-მდე პარაძიუდოისტი გამოდიოდა. საქართველომ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე 7 მედალი მოიოპოვა - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ქართველმა პარა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: გიორგი ქალდანი (-70კგ) და საბა ბაღდავაძე (-81კგ) თბილისი 2025-ის ჩემპიონები გახდნენ. ზურაბ ზურაბიანი (-70კგ) ვერცხლის პრიზიორი, ხოლო️ ბაჩუკი შელიამ (-81კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

0.061966