ფეხბურთი

23:32 | 25.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

უზბეკეთი ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან

უზბეკეთის ნაკრები ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასთან.

აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში უზბეკეთი 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა და ამ პოზიციას თუ შეინარჩუნებს, მუნდიალზე გავა. ეს კი, არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ორი ტურით ადრე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს 4 ქულით უსწრებს, რომელსაც მომდევნო ტურში ესტუმრება.

ამ ჯგუფიდან ირანი უკვე გავიდა. აზიაში სამი საკვალიფიკაციო ჯგუფია, ორ-ორი საუკეთესო ავტომატურად გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე (ირანი და იაპონია უკვე გავიდნენ), ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას.

სწორედ ამიტომაა, რომ უზბეკეთის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი აქვთ ერაყს, იორდანიას, ემირატებს და ინდონეზიას.

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის ნაკრებს ქართული წარმოშობის მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ტიმურ კაპაძე.

0.059211