ფეხბურთი

15:44 | 25.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: „ტუხელის ხელმძღვანელობით მუშაობა სასიამოვნოა“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ჰარი კეინმა აღნიშნა, რომ მოხარულია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელმძღვანელობით მუშაობით.

გერმანელი სპეციალისტი „სამი ლომის“ გაწვრთნას 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგა.

„ძნელია 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, რომლებიც საკუთარ საჯარიმოს არ ტოვებენ (ლატვიასთან მატჩი იგულისხმება). თუმცა ჯამში, შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, ორი „მშრალი“ გამარჯვებით. ტუხელი ფანტასტიკური სპეციალისტია, მალევე შეეთვისა გუნდს. მასთან მუშაობა სასიამოვნოა.“ - ციტირებს კეინის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ინგლისმა ალბანეთი (2:0) და ლატვია (3:0) დაამარცხა.

0.070082