„შახტარისა" და უკრაინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი „ნაპოლის" ინტერესთა სფეროში მოექცა - წერს Corriere dello Sport.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი ფეხბურთელს დიდი ხანია აკვირდებოდა და ცდილობდა მის გადაბირებას, მაგრამ ევროკავშირის გარეთ მოთამაშეების შეძენის შეზღუდვამ ხელი შეუშალა მათ.
22 წლის უკრაინელი 2024 წლის იანვარში ტრანსფერთან ახლოს იყო, მაგრამ „ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა დონეცკურ კლუბს, „შახტარს“ კი 50 მილიონი სურდა.
ნეაპოლელები კიდევ ორი ცენტრალური ნახევარმცველის მიმართ ინტერესს იჩენენ ინტერესს, ესენი არიან დავიდე ფრატესი („ინტერი’) და გაბრიელ ვეიგა („ალ-აჰლი“).
2024 წლის თებერვალში „მეშახტეებმა“ სუდაკოვთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2028 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.