პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა და კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფას ერთა ლიგის 1/4 ფინალის დანიის ნაკრებთან საპასუხო მატჩამდე (5:2) გინესის რეკორდების წიგნიდან სერტიფიკატი მიიღო, ეროვნული ნაკრების დონეზე მატჩებში გამარჯვებების რაოდენობის რეკორდისთვის.
პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კრიშტიანუ რონალდუმ 132 მატჩი მოიგო, რაც მსოფლიო რეკორდია. მან „მონტერეის“ ესპანელ მცველ სერხიო რამოსს გაუსწრო.
უეფას ერთა ლიგის 1/2 ფინალში პორტუგალიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩი 4 ან 5 ივნისს გაიმართება.