ფეხბურთი

10:26 | 25.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის სათავეში მისი პირველი ორი მატჩის შედეგებზე ისაუბრა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნემა, თომას ტუხელმა ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„შესანიშნავი კვირა გვქონდა საწვრთნელ ბანაკში და თავად თამაშებიც ნორმალური გამოდგა. შესაძლოა, სანახაობრივად დიდი ვერაფერი, მაგრამ შედეგები ძალიან კარგია, გოლგაუშვებლად ჩავამთავრეთ ორივე მატჩი. ბევრი დადებითი ასპექტი შეიძლება გამოვყოთ, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი რამ გასაუმჯობესებელი.

ნელ-ნელა ვიცნობ მოთამაშეებს და მკაფიო წარმოდგენა მაქვს მათ შესაძლებლობებზე. ერთი სიამოვნებაა მათთან ერთად ყოფნა, რა გააკეთეს და როგორ მოიქცნენ. ალბათ მვიწყენ მათ გარეშე, მაგრამ ასეთია სანაკრებო ფეხბურთი,“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ალბანეთი (2:0) და ლატვია (3:0) დაამარცხა.

0.107705