სხვა

18:30 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძე: "ეს არის ცხოვრება, ეს არის სპორტი, მე არასდროს ვნებდები"

UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე მის ბოლო ბრძოლას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. ქართველმა "ვიკინგმა" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს.

"მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა ჩემს ძმებს, რომ ჩემს გვერდით არიან. მადლობა ჩემს ოჯახს, გუნდს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. ბოდიშს გიხდით, რომ განერვიულეთ. თავს კარგად ვგრძნობ. ეს არის ცხოვრება, ეს არის სპორტი, მე არასდროს ვნებდები." - დაწერა სოციალურ ქსელში ქუთათელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძეს კარიერაში 13 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, აქედან UFC-ში 2 ჯერ მოიგო, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა.



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120987
სარეკლამო ადგილი - 99
X x X