ფეხბურთი

10:40 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი ეტაპი: არა მხოლოდ საქართველოს მეტოქე გაირკვა, ყველა ჯგუფი შეივსო

ერთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა.

მაგალითად, საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდა ესპანეთი, რომელმაც ნიდერლანდები დაამარცხდა. შესაბამისად, მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები შემდეგნაირია:

A ჯგუფი

გერმანია
სლოვაკეთი
ჩრდ. ირლანდია
ლუქსემბურგი

B ჯგუფი

შვეიცარია
შვედეთი
სლოვენია
კოსოვო

C ჯგუფი

დანია
საბერძნეთი
შოტლანდია
ბელარუსი

D ჯგუფი

საფრანგეთი
უკრაინა
ისლანდია
აზერბაიჯანი

E ჯგუფი

ესპანეთი
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი

F ჯგუფი

პორტუგალია
უნგრეთი
ირლანდია
სომხეთი

G ჯგუფი

ნიდერლანდები
პოლონეთი
ფინეთი
ლიეტუვა
მალტა

H ჯგუფი

ავსტრია
რუმინეთი
ბოსნია
კვიპროსი
სან მარინო

I ჯგუფი

იტალია
ნორვეგია
ისრაელი
ესტონეთი
მოლდოვა

J ჯგუფი

ბელგია
უელსი
ჩრდ. მაკედონია
ყაზახეთი
ლიხტენშტაინი

K ჯგუფი

ინგლისი
სერბეთი
ალბანეთი
ლატვია
ანდორა

L ჯგუფი

ხორვატია
ჩეხეთი
მონტენეგრო
ფარერები
გიბრალტარი

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს.

თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი მუნდიალი, რომელშიც 48 ნაკრები ითამაშებს. უნდა ითქვას, რომ ევროპისთვის მხოლოდ 16 კვოტაა გამოყოფილი. შესაბამისად, მუნდიალზე 12 ჯგუფის გამარჯვებული გავა და კიდევ 4 ნაკრების ვინაობა პლეი-ოფით გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრების ჯგუფის (E) კალენდარი

I ტური - 4 სექტემბერი

საქართველო - თურქეთი
ბულგარეთი - ესპანეთი

II ტური - 7 სექტემბერი

საქართველო - ბულგარეთი
თურქეთი - ესპანეთი

III ტური - 11 ოქტომბერი

ბულგარეთი - თურქეთი
ესპანეთი - საქართველო

IV ტური - 14 ოქტომბერი

თურქეთი - საქართველო
ესპანეთი - ბულგარეთი

V ტური - 15 ნოემბერი

საქართველო - ესპანეთი
თურქეთი - ბულგარეთი

VI ტური - 18 ნოემბერი

ბულგარეთი - საქართველო
ესპანეთი - თურქეთი

0.082774