ტურინის „იუვენტუსიდან“ ტიაგო მოტა დაითხოვეს, რომელიც იგორ ტუდორმა შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„იუვეს“ რობერტო მანჩინის უკავშირებდნენ, მაგრამ ტუდორმა „იუვენტუსს“ 4 თვით ჩაიბარა, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა კი, ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მომდევნო სეზონშიც მას ანდოს კლუბის გაძღოლა თუ ახალი მწვრთნელი შეარჩიოს. თავის მხრივ, მანჩინი 4-თვიანი კონტრაქტის გარდა, მომდევნო სეზონშიც მუშაობის გარანტიას ითხოვს, რაც კლუბისთვის მიუღებელი იყო.
იგორ ტუდორი 2020-2021 წლების სეზონში „იუვეში“ უკვე მუშაობდა, ანდრეა პირლოს შტაბში იყო, ხოლო მთავარ მწვრთნელად „ჰაიდუკში“, „პაოკში“, „კარაბუკსპორში“, „გალათასარაისი“, „უდინეზეში“, „ვერონაში“, „მარსელსა“ და „ლაციოში“ უმუშავია.
1998-2007 წლებში იგორ ტუდორი „იუვენტუსის“ ფეხბურთელიც იყო, რომლის მაისურით 174 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
„იუვეს“ ძალიან მძიმე სეზონი აქვს, ყველა ტურნირს გამოეთიშა, ხოლო სერია A-ში სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.