ფეხბურთი

16:51 | 23.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა სომხეთთან

საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ამ მატჩისთვის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეარჩია. წინა შეხვედრასთან შედარებით სასტარტოში რამდენიმე ცვლილებაა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდნენ.

საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია (კაპ), წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "დინამო არენაზე" 18:00 საათზე გაიმართება.

0.07863