ფეხბურთი

11:00 | 23.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" ტიაგო მოტას ხორვატი მწვრთნელი შეცვლის

ტურინის „იუვენტუსიდან“ ტიაგო მოტას გათავისუფლება გადაწყდა, რომელსაც იგორ ტუდორი შეცვლის. ინფორმაციას სანდო და ცნობილი გამოცემები ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუვე“ ტიაგო მოტას „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ დაითხოვდა და მას რობერტო მანჩინი შეცვლიდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ბრაზილიელ სპეციალისტს უახლოეს საათებში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, ხოლო მას არა მანჩინი, არამედ იგორ ტუდორი შეცვლის.

საქმე ისაა, რომ ტუდორი „იუვენტუსს“ 4 თვით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბოლომდე ჩაიბარებს, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა კი, ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მომდევნო სეზონშიც მას ანდოს კლუბის გაძღოლა თუ ახალი მწვრთნელი შეარჩიოს. თავის მხრივ, მანჩინი 4-თვიანი კონტრაქტის გარდა, მომდევნო სეზონშიც მუშაობის გარანტიას ითხოვს, რაც კლუბისთვის მიუღებელია.

იგორ ტუდორი 2020-2021 წლების სეზონში „იუვეში“ უკვე მუშაობდა, ანდრეა პირლოს შტაბში იყო, ხოლო მთავარ მწვრთნელად „ჰაიდუკში“, „პაოკში“, „კარაბუკსპორში“, „გალათასარაისი“, „უდინეზეში“, „ვერონაში“, „მარსელსა“ და „ლაციოში“ უმუშავია.

1998-2007 წლებში იგორ ტუდორი „იუვენტუსის“ ფეხბურთელიც იყო, რომლის მაისურით 174 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

„იუვეს“ ძალიან მძიმე სეზონი აქვს, ყველა ტურნირს გამოეთიშა, ხოლო სერია A-ში სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

0.113752