იტალიელი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მზადაა „იუვენტუსთან“ 4 თვიანი კონტრაქტი გააფორმოს, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ მომავალი სეზონისთვის ტურინული კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს - წერს La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ტიაგო მოტას, დიდი ალბათობით, სერია A-ს 30-ე ტურის „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც 29 მარტს გაიმართება, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ხაზგასმულია, რომ მანჩინი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს.
იტალიის ჩემპიონატის 29 ტურის შემდეგ, მოტას გუნდს 52 ქულა აქვს და ამჟამად მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ერთი ქულით ჩამორჩება.