ფეხბურთი

1:50 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: ტუხელის პირველი მატჩი და ინგლისის კარგი სტარტი

უეფას ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა, ის გუნდები ჩაერთნენ შესარჩევში, რომლებიც ერთა ლიგის პლეი-ოფებიდან თავისუფალი არიან.

მაგალითად, ინგლისის ნაკრები, რომელმაც „უემბლიზე“ ალბანეთის ნაკრები დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. ანგარიში 18 წლის დებიუტანტმა მაილს ლუის-სკელიმ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში ჰარი კეინმა სხვაობა გააორმაგა. ლუის-სკელი ინგლისის ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი მეგოლე გახდა, მარკუს რაშფორდის რეკორდი გააუმჯობესა. ვთქვათ, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში თომას ტუხელის დებიუტი შედგა.

ამავე ჯგუფში მეორე მატჩიც გაიმართა, რომელშიც ლატვიამ სტუმრად 1:0 მოუგო ანდორის ნაკრებს.

ფინეთმა და პოლონეთმა, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან, 1:0 აჯობეს შესაბამისად, ლიეტუვასა და მალტას. კვიპროსმა სან მარინოს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო ბუქარესტში, რუმინეთს მოულოდნელად ბოსნიამ აჯობა - 1:0.

0.063097