ფეხბურთი

0:23 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი ნიგერიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადავიდა

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე გადავიდა.

ოსიმენმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუანდას ორი გოლი გაუტანა და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა. ეს იყო ნიგერიელთა პირველი მოგება მიმდინარე შესარჩევში (ხუთ მატჩში).

შედეგად, ოსიმენს ნიგერიის ნაკრებში ჩატარებულ 40 მატჩში 25 გოლი დაუგროვდა და სეგუნ ოდეგბამის გადაასწრო, რომელსაც 23 გოლი აქვს აქტივში. ოსიმენი მხოლოდ რაშიდ იეკინის ჩამორჩება, ვისაც 62 შეხვედრაში 37 გოლი აქვს გატანილი.

ნიგერია მუნდიალის შესარჩევის ჯგუფში, რომელშიც 6 ნაკრებია, ხუთი ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, რადგან ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის მუნდიალზე, თუმცა, შანსი მეორეადგილოსანსაც შეიძლება ჰქონდეს.

0.062393