ძიუდო

21:32 | 21.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი 2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო ძიუდოში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. დღეს, საქართველოსა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შორის ყველა დეტალი შეთანხმდა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.

ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 23-26 აპრილს თბილისში გაიმართება და ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა კონტინენტის პირველობას საქართველო უმასპინძლებს, პირველად ეს 2009 წელს მოხდა.

ამჟამად, თბილისში გრანდ სლემი მიმდინარეობს, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს მონაგარი თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი. ტურნირი 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117161