ძიუდო

18:55 | 21.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედალი თბილისის გრანდ სლემზე: თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

დღეს თბილისში სტარტი აიღო ძიუდოში გრანდ სლემმა, სადაც პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით 14-მა ძიუდოისტმა იასპარეზა.

- 66 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბრექ ნაგუჩევს დაუპირისპირდა. ბრძოლა ნაგუჩევის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლაშა ნადირაძეს, რომელიც უზბეკ აბუბაქარ ნუთფულოევს დაუპირისპირდა და გაფრთხილებების ხარჯზე დამარცხდა.

60 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ცოტა დააკლდა თორნიკე მაზიაშვილს, რომელიც ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ჯერ ნახევარფინალი წააგო და შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც.

დღესვე ოქროს მედალს ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო ბრინჯაოს ნინო ლოლაძე დაეუფლა. ამრიგად, საქართველოს მონაგარი პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი მედალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067488
სარეკლამო ადგილი - 99
X x X