ფეხბურთი

15:47 | 21.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "მნიშვნელოვანი იყო ასე მოგება, მაგრამ საქმე ბოლომდე თბილისში უნდა მივიყვანოთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ სომხეთთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„რეალურად, დღეს იყო ჩემი დებიუტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე გამარჯვებაში და კარი მშრალად შევინახეთ. მნიშვნელოვანი იყო ასე დამაჯერებლად მოგება, მაგრამ მაინც არაფერი დასრულებულა, ეს ფეხბურთია, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ თბილისში, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება და უკვე გადავერთვებით შემდეგ თამაშზე“, - თქვა გოგლიჩიძემ.

გოგლიჩიძეს დებიუტი სექტემბერში, ჩეხეთთან მატჩში ჰქონდა, როცა ბოლო წუთზე ჩაერთო თამაშში, ამჯერად კი, პირველად ითამაშა ძირითადი შემადგენლობიდან და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.

0.064444