ფეხბურთი

15:19 | 21.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ კოლუმბია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (+VIDEO)

ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა, სადაც მძიმე ბრძოლაში 2:1 იმარჯვა და 3 ქულა მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში რაფინიამ გახსნა, რომელმაც მე-6 წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს სტუმრებმა გათანაბრება შეძლეს, თავი ლუის დიასმა გამოიჩინა. ბრაზილია მეორე ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში მოახერხეს, ვინისიუსმა 98-ე წუთზე რაფინიას პასით გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ბრაზილია 13 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო კოლუმბიას 19 ქულა აქვს და მეექვსეზეა.

0.059905