UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე მორიგ ორთაბრძოლას ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან გამართავს. დღეს ქართველმა "ვიკინგმა" ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაშია.
გურამისა და ფერნანდესის დაპირისპირება ხვალ 22 მარტს UFC Fight Night 255-ზე გაიმართება, რომელიც ლონდონში ჩატარდება.
ბრაზილიელ მებრძოლს კარიერაში 9 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, აქედან 2 ბრძოლა ჩაატარა UFC-ში, სადაც ერთხელ იმარჯვა და ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება გურამს, მას კარიერაში 13 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალექსანდრე თოფურია გურამ ქუთათელაძის დასახმარებლად ჩავიდა ლონდონში და მის კუთხეში იქნება.