გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა.
სომხეთთან მატჩში გიორგიმ დუბლი შეასრულა, რის შემდგომაც ჯერ დაეწია და შემდეგ გადაასწრო ხვიჩა კვარაცხელიას და თემურ ქეცბაიას.
მიქაუტაძეს ახლა 36 სანაკრებო მატჩში 18 გოლი აქვს და მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება, რომელმაც 1992-2007 წლებში 61 თამაშში 26 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა ხუთეული ასეთია:
1. შოთა არველაძე - 61 თამაში, 26 გოლი
2. გიორგი მიქაუტაძე - 36 თამაში, 18 გოლი
3. ხვიჩა კვარაცხელია - 40 თამაში, 17 გოლი
4. თემურ ქეცბაია - 51 თამაში, 17 გოლი
5. ალექსანდრე იაშვილი - 67 თამაში, 15 გოლი