საქართველოს ნაკრები სულ მალე 2025 წელს პირველ მატჩს ჩაატარებს: ერთა ლიგის პლეი ოფში B დივიზიონში დასარჩენად სომხეთის ნაკრებს შეხვდება.
ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში იქნება, შესაბამისად, დამარცხებული C დივიზიონში. დღეს, პირველი მატჩი ერევანში გაიმართება (21:00 საათზე).
ვილი სანიოლის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ შეხვედრაში სერიოზული დანაკლისი აქვს: კაპიტანი, გურამ კაშია და გუნდის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებენ. ცნობილია ძირითადი შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ ითამაშებს:
საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი; კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი; დავითაშვილი, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე
ასე რომ, სანიოლმა 3-მცველია სქემა შეცვალა და დღეს ორი ცენტრალური მცველით ათამაშებს გუნდს, სამაგიეროდ, საყრდენი ზონაში 3 ფეხბურთელი იმოქმედებს.
სომხეთი (3-5-2): ჩანჩარევიჩი; მურადიანი, აროიანი, არუთინიანი; დაშიანი, მანველიანი, ივუ, სევიკიანი, ტიკნიზიანი; მირანიანი, ბარსეგიანი
საქართველოსა და სომხეთს შორის საპასუხო მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე გაიმართება. ეს ნაკრებები აქამდე ისტორიაში 7-ჯერ შეხედრიან, საიდანაც 3 თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, ხოლო ორჯერაც მეტოქემ გაიმარჯვა.