ფეხბურთი

11:52 | 20.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია: „დანელები შეეცდებიან ისარგებლონ საშინაო მოედნით, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ"

„პარი სენ-ჟერმენის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ვიტინიამ დანიასთან ერთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ იცის, რას ელოდება მომავალი თამაშისგან.

„ვიცით, რომ ძალიან რთული მეტოქე გვპირისპირდება, რომელიც ჯგუფში მხოლოდ ესპანეთთან დამარცხდა. ასევე ვიცით ის ატმოსფერო და ენერგია, რომელშიც ისინი შინ თამაშობენ. დანიელები შეეცდებიან ისარგებლონ საშინაო მოედნის ფაქტორით, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - ციტირებს უეფას პრესსამსახური ვიტინიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ვიტინია პურტუგალიის ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში 25 მატჩი ჩაატარა.

0.067388