ფეხბურთი

23:27 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "ჩვენი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ჯერ იტალიის დამარცხებაზე ვფიქრობთ"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ერთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიასთან მატჩამდე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გერმანიის ნაკრების მიზანია მოგებას შეეჩვიოს და ერთა ლიგაზე გამარჯვებაც სურთ:

„ძალიან კარგად მოვემზადეთ, კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, ფანებიც კმაყოფილი არიან ნაკრების თამაშით, ჩვენი მატჩები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელებს გავახარებთ. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოგებას შევეჩვიოთ. გვსურს მეტი თამაშის მოგება, ერთა ლიგის მოგება, მაგრამ ვიცით, რომ ისეთ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, როგორიც იტალიაა. პირველ რიგში ისინი უნდა დავამარცხოთ. ეს ჩვენი ამოცანაა, შემდეგ კი, შესაძლო ტიტულზე ვისაუბროთ“, - თქვა ნაგელსმანმა.

პრესკონფერენციაზე ასევე იყო ანტონიო რიუდიგერი, რომელმაც ლუჩანო სპალეტიზე ილაპარაკა. ისინი ერთად „რომაში“ მუშაობდნენ:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრას მოვახერხე, ჩემს კარიერაში ის მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო, როცა ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალება მომცა, ბევრი მასწავლა და მიხარია, რომ კვლავ ვნახავ. თუმცა, ახლა, ჩემი მიზანი მისი დამარცხება იქნება. იტალიას ყოველთვის დიდი მცველები ჰყავდა, ახლა ბასტონი ჰყავს, ის ყველაზე ძლიერია“, - აღნიშნა რიუდიგერმა.

შეგახსენებთ, რომ იტალია გერმანიას 20 მარტს უმასპინძლებს, ხოლო 23 მარტს, სტუმრად, დორტმუნდში დაუპირისპირდება.

0.074859