ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა იტალიურ მედიასთან იტალია-გერმანიის მატჩზე ისაუბრა.
მან გაიხსენა ძველი შეხვედრები და აღნიშნა, რომ დღევანდელი იტალია მათში შიშს არ იწვევს:
„იტალია აღარ არის მეტოქე, ვისიც ყველაზე მეტად გვეშინია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ განსაკუთრებით 2006 წელს, იტალიის ნაკრები სხვა ხარისხის იყო. ვფიქრობ, ევრო 2020-ის მოგება დიდებული შედეგი იყო, მაგრამ ზოგადად, ძველი ნაკრების დონეზე ახლანდელი იტალია არ არის. იტალიას, რომელმაც 2006 წელს გერმანია დაამარცხა, ბევრი ხარისხი ჰქონდა, გუნდი, რომელიც დამატებით დროში იგებს, ყოველთვის აქვს რაღაც მეტი მეტოქესთან შედარებით, ისევე, როგორც ჩვენ გვქონდა 2014 წელს გერმანიასთან. 2006 წლის ნახევარფინალში ჩვენ გამოვავლინეთ სიმტკიცის, ფიზიკურობის და გუნდური სულისკვეთება, 105% გავიღეთ, მაგრამ იტალია სხვა დონეზე იყო, შეხედეთ დელ პიეროს გოლს.
2012 წელს, ლიოვს ბევრი აკრიტიკებდა, რომ პირლოს მეურვედ კროოსი მიუჩინა, ჩვენ მაშინ თამაშის სტილი შიშის გამო ძალიან შევცვალეთ. ბალოტელის მეორე გოლი ჩვენი კუთხურიდან გავუშვით. ეს მარცხი ჩვენთვის მართლაც მძიმე დარტყმა იყო, რადგან 2006 წლისგან განსხვავებით თავს არ ვგრძნობდით იტალიაზე სუსტად. 2012 წლის წაგება ერთ-ერთი ყველაზე მწარე იყო ჩვენს ერაში, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ 2014 წლის მუნდიალი მოვიგეთ“, - თქვა ბირჰოფმა.
შეგახსენებთ, რომ იტალია გერმანიას 20 მარტს უმასპინძლებს, ხოლო 23 მარტს, სტუმრად, დორტმუნდში დაუპირისპირდება.