ფეხბურთი

21:58 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კალაფიორი: "გერმანელებს ყოველთვის მიწაზე ვაბრუნებდით"

იტალიის ნაკრების მცველმა რიკარდო კალაფიორიმ გერმანიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გერმანიის ნაკრები იტალიისადმი ქედმაღლური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, მაგრამ იტალიელები მათ ყოველთვის მიწაზე აბრუნებდნენ:

„იტალია - გერმანიის მატჩი სხვების მსგავსი არასდროს იქნება. გერმანელებს ხშირად ჰქონდათ ჩვენთან ქედმაღლური დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მათ მიწაზე ვაბრუნებდით. თუმცა, ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს, თავმდაბლები უნდა ვიყოთ და მაქსიმუმის გაღებაზე ვიფიქროთ“, - თქვა კალაფიორიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალია გერმანიას 20 მარტს უმასპინძლებს, ხოლო 23 მარტს, სტუმრად, დორტმუნდში დაუპირისპირდება.

0.074314