ფეხბურთი

21:03 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდი წარუმატებლად დაიწყო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი წარუმატებლად დაიწყო და პირველ ტურში პოლონეთთან უშანსოდ დამარცხდა.

ელიტ-რაუნდს თბილისი მასპინძლობს, ჯგუფიდან პირველადგილოსანი გავა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ლაშა ფირცხალაიშვილს გუნდი პოლონელ თანატოლებთან 0:3 დამარცხდა. პირველ ტაიმში მიხალ გურგულმა გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში მაქსიმილია შნაუცნერმა და დანიელ მიკოლაიევსკიმ უპირატესობა გაზარდეს.

დღესვე, ჯგუფის მეორე მატჩი მონტენეგროსა და სლოვაკეთს შორის 1:1 დასრულდა.

მეორე ტურში საქართველო 22 მარტს, სლოვაკეთს უმასპინძლებს, ხოლო პოლონეთი მონტენეგროს გაეჯიბრება.

პოლონეთი - საქართველო 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 გურგული (17), 2:0 შნაუცნერი (50), 3:0 მიკოლაიევსკი (54, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06067