ფეხბურთი

17:00 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "კვარაცხელიას ტრანსფერი? ბედნიერი ვარ, რომ ყველაზე ცუდი დე ლაურენტისთვის უკან დარჩა"

"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ La Repubblica-თან ისაუბრა, სადაც მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც გააკეთა.

"დაბრუნება იტალიაში? ახლა მთელი კონცენტრაციით სლოვაკეთის ნაკრებზე ვარ და ამაზე საუბარი არ მსურს, თუმცა გამორიცხული არაფერია, როდესაც აქ მუშაობას დავასრულებ, ვნახავ რა შემოთავაზებები მექნება, უმჯობესია ეს იტალიური კლუბებიდან იყოს, თუმცა სხვა ქვეყნიდან შემოთავაზებებსაც განვიხილავ.

ჰამშიკი? ის ძალიან ნიჭიერია და სამწვრთნელო კარიერაში დიდი მომავალი აქვს. მან უნდა ისწავლოს ზეწოლაზე გამკლავება. სასიამოვნოა მასთან ერთად მუშაობა, რადგან ჩვენი იდეები ემთხვევა.

ბედნიერი ვარ, რომ დე ლაურენტისისთვის ყველაზე ცუდი უკან დარჩა, "ნაპოლის" ცუდი სეზონი მხოლოდ ეპიზოდური იყო. კვარაცხელიას გაყიდვას რაც შეეხება, გასულ სეზონშიც ბევრი პრობლემა იყო და გარკვეული შედეგები გარდაუვალი ჩანდა. ვფიქრობ, "ნაპოლის" ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია, ანტონიო კონტე ის მწვრთნელია, რომელსაც ასეთი სიტუაციების მართვა ყველაზე უკეთ შეუძლია." - განაცხადა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იანვრის სატრანსფერო პერიოდში "პარი სენ-ჟერმენმა" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065913