ფეხბურთი

11:13 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

რენატო გიოკოვიჩი: "გულწრფელად, რომ გითხრათ მისნაირი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს"

"სარაეოვოში" გიორგი გულიაშვილის თანაგუნდელი რენატო გიოკოვიჩი იუთუბის პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. მისი თქმით, გულიაშვილის მსგავსი ფეხბურთელი დიდი ხანია არ უნახავს.

"გულწრფელად, რომ გითხრათ მისნაირი ფეხბურთელი დიდი ხანია არ მინახავს. არ ვამბობ იმას, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთი მითამაშია, მაგრამ მინახავს 20-30 მილიონიანი ფეხბურთელები, თუმცა გულიაშვილი ყველასგან განსხვავებულია. ვფიქრობ თუ ასე გააგრძელებს და ჯანმრთელობაც ხელს შეუწყობს 2 წელში მისი ფასი 20 მილიონი იქნება.

გიორგი განსაკუთრებულია, ყოველ თამაშში 2-3 მომენტს უქმნის საკუთარ თავს, არ ერიდება მეტოქის მოტყუებაზე წასვლას და ბურთის დაკარგვის შემდეგაც ბოლომდე იბრძვის. ჩვენი გუნდის გოლების უმრავლესობა სწორედ მან გაიტანა და ბევრი ასპროცენტიანი მომენტიც ჰქონდა. უნდა აღვნიშნო, რომ კარგ ფეხბურთელთან ერთად კარგი პიროვნება და პროფესიონალია. ეს ყველაფერი კი, მაღალ დონეზე ასასვლელად აუცილებელია." - განაცხადა გიოკოვიჩმა.

გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 3 გოლით უსწრებს. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 გოლი აქვს გატანილი - 14 ჩემპიონატში, 4 თასზე და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

„სარაევო“ 46 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 მარტს, „ბორაც ბანია ლუკას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065202