ფეხბურთი

10:40 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანრი მექვაბიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ქართველი ფეხბურთელი ანრი მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა საჩემპიონო პლეი-ოფის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.



რუმინეთის ჩემპიონატში „კრაიოვამ“ „კლუჟს“ უმასპინძლა, რომელიც 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი, ანრი მექვაბიშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 37-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა. მექვაბიშვილი ამ შეხვედრაში მოედანზე 84-ე წუთამდე იყო.

23 წლის ნახევარმცველს რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„კრაიოვა“ საჩემპიონო ზონას ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 29 მარტს, ბუქარესტის „რაპიდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067459