ფეხბურთი

21:21 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ზიდანზე: "გამოქვაბულში არ ვცხოვრობთ, ვიცით, რა ხდება"

საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნების შემდეგ კილიან მბაპემ მედიასთან პირველად ისაუბრა. როგორც მან თქვა, დიდიე დეშამთან კონფლიქტი არ აქვს და ეროვნულ ნაკრებში თამაშის მოტივაცია ძველებურად აქვს.

გარდა ამისა, მან ნაკრებში ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი:

„სასიამოვნოა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება. ყველამ იცის, რას ნიშნავს ეს გუნდი ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და იგივე სურვილი მაქვს, რომ დავეხმარო ნაკრებს გამარჯვებაში. დეშამთან კონფლიქტი არ მაქვს, ასე რომ იყოს, მის ზარებს არასდროს ვუპასუხებდი. ყველა მიცნობს, მე არ ვაგრძელებ არავისთან ურთიერთობას, თუ ეს არ მსურს. მწვრთნელს ყოველთვის პატივს ვცემ, ის არის ჩემი ერთადერთი მწვრთნელი საფრანგეთის ნაკრებში და პირველადაც მან გამოიძახა. ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და 2-3 უთანხმოების გამო არ შეიძლება ყველაფერი ნაგავში გადავყაროთ.

ჭორები ვრცელდება, როცა პოპულარული ხარ. მედია წერდა ცრუ ინფორმაციებს, საუბრობდნენ ჩემი სახელით და ამბობდნენ, რომ მე ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ დიდ მატჩებში თამაში მსურდა.

ზიდანი დეშამის ნაცვლად? არ ვიცი, ვინ შეცვლის დეშამს. ვიცი, ვისზეც გსურთ, რომ ვილაპარაკო, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემი საქმე არაა. ფედერაციას პრეზიდენტი ჰყავს და ის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ყველა ზიდანზე ლაპარაკობს, ასე რომ, თავი ისე არ უნდა დავიჭიროთ, რომ თითქოს, გამოქვაბულში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა ხდება, მაგრამ ამაზე საუბარი ჩემგან მიზანშეწონილი არაა“, - თქვა მბაპემ.

0.068488