ფეხბურთი

18:50 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მენეჯერმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "რომაში" საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა

„ემპოლის“ სკაუტინგის მენეჯერმა არმანდო პერნამ განაცხადა, რომ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი „რომაში“ დედაქალაქური კლუბის გამო შეიცვალა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო მომენტში „რომამ“ სხვა ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა.

„რომამ“ გოგლიჩიძეზე შეთავაზება გაგვიკეთა, მაგრამ შემდეგ სამიზნე შეცვალეს და გარიგება ჩაიშალა“, - თქვა პერნამ.

შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში საბა გოგლიჩიძის გადასვლა „რომაში“ თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 25 და იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066229