ფეხბურთი

15:43 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ შორის განსხვავებაზე ისაუბრა

„ბარსელონას“ 34 წლის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ კატალონიურ კლუბსა და ტურინულ „იუვენტუსს“ შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

„ბედს არ ვუჩივი. ძალიან მადლობელი უნდა ვიყო იმისთვის, როგორ მექცეოდა იგი. „ბარსაში" თამაში ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან ლამაზად თამაშობენ, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე განვიცადე.

არ მიყვარს ცხოვრებაში შედარებები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ „იუვენტუსში“ ყველაფერი შედეგის გარშემო ტრიალებს. შედეგი ყველაზე მთავარია. აქ, „ბარსაში“ კი ფეხბურთის თამაში დიდი სიხარულია და ეს გადამდებია“, - ციტირებს შჩესნის სიტყვებს Football Espana.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063545
სარეკლამო ადგილი - 99
X x X