ფეხბურთი

14:52 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს

„მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს, იუწყება El Nacional.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელმა ცხადყო, რომ მზად არ არის სეზონი ჩემპიონთა ლიგის გარეშე გაატაროს და თუ პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციას ვერ მოახერხებს, ამან შესაძლოა ზაფხულში მისი წასვლა გამოიწვიოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ მადრიდის „რეალი" შეიძენს. პსჟ შეიძლება იყოს ალტერნატივა, თუმცა საფრანგეთის ლიგა ერლინგისთვის მიმზიდველად არ გამოიყურება. ჰოლანდის კონტრაქტი კლუბთან 2034 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 29 მატჩიდან 48 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, 29 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.067947