ფეხბურთი

10:26 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა" მომავალი სეზონისთვის ბილეთების ფასის ზრდის შესახებ გამოაცხადა

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შემდეგი 2025/2026 წლების სეზონიდან ბილეთების ფასის ზრდის შესახებ გამოაცხადა.

სეზონური ბილეთების ფასები გაიზრდება დაახლოებით 5%-ით. ამის მიუხედავად, ფასები გაიყინება 16 წლამდე გულშემატკივრებისთვის, რათა დაიცვან კლუბის ვალდებულება, შეინარჩუნოს წვდომა „ოლდ ტრაფორდზე“ შემდეგი თაობის გულშემატკივრებისთვის.

სხვა კატეგორიებზე ფასების გაზრდის მიზანია გულშემატკივრებისთვის ბილეთების ხელმისაწვდომობისა და კლუბის ფინანსური მდგრადობის დაბალანსება, ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 37 ქულა აქვს. რუბენ ამორიმის შეგირდები სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე არიან.

0.068239