ფეხბურთი

17:19 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებში "ბორნმუთის" 19 წლის მცველი გამოიძახეს

ინგლისური „ბორნმუთის“ მცველი დინ ჰუისენი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

19 წლის ფეხბურთელი თავიდან არ იყო განაცხადში, მაგრამ „ბარსელონას“ მცველი ინიგო მარტინესი ტრავმირებულია და ლუის დე ლა ფუენტემ დინს მის ნაცვლად უხმო.

აღსანიშნავია, რომ დინ ჰუისენი ამსტერდამშია დაბადებული და როგორც თვითონ თქვა, მისი მშობლები ნიდერლანდელები არიან, მაგრამ ის თავს ესპანელად ცნობს. მას უთამაშია ნიდერლანდების ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ 2024 წელს ესპანეთის სახელით თამაში გადაწყვიტა და 21-წლამდე ნაკრებში 7 მატჩში 1 გოლიც გაიტანა, ახლა კი, შეიძლება ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდეს დებიუტი.

დინ ჰუისენი „იუვენტუსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში ერთადერთხელ ითამაშა, ხოლო გასული სეზონი იჯარით „რომაში“ გაატარა, სადაც 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ზაფხულში „იუვენტუსმა“ ნიჭიერი ცენტრალური მცველი „ბორნმუთში“ გაყიდა და პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ის 23 თამაშში გატანილი 2 გოლით გამოირჩა.

0.141587