ფეხბურთი

16:50 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი კლუბი პრემიერლიგიდან - ნიკო უილიამსის მსურველთა რიცხვი იზრდება

"ატლეტიკ ბილბაოს" ფეხბურთელის ნიკო უილიამსისთვის 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ბრძოლა იქნება. როგორც ცნობილი ხდება ესპანელით პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა.

El Nacional-ი ცნობით, მანჩესტერ "იუნაიტედი" მზადაა ზაფხულში ნიკო უილიამსისთვის ბრძოლაში ჩაებას. წყაროს ცნობით "წითელი ეშმაკების" მესვეურებს ალეხანდრო გარნაჩოს გაყიდვა სურს და მის პოზიციაზე სწორედ ესპანელს მოიაზრებს.

გეტყვით, რომ მანჩესტერის გარდა, უილიამისთ: "არსენალი", "ჩელსი" და მიუხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი.

ნიკოს „ბილბაოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ბასკები მას დაახლოებით 60-70 მილიონ ევროდ აფასებენ. მიმდინარე სეზონში ნიკო უილიამსმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

0.110696