„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩის (4:2) შემდეგ, რომელშიც მან 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა, კომენტარი გააკეთა.
როგორც გიორგიმ თქვა, მას საუკეთესო კვირა ჰქონდა და ჯერჯერობით ეს "ლიონში" მისი საუკეთესო მატჩი იყო.
"ჩემი გატანილი გოლი ძალიან მომეწონა, ბურთი ცოტა უხერხულ სიტუაციაში მომივიდა, თუმცა დარტყმა მაინც გადავწყვიტე და კარგი გოლი გამოვიდა. დიახ ვიტყვი, რომ ეს თავდაჯერებულობის შედეგია.
არის თუ ეს გოლი ლიონში საუკეთესო? ვერ ვიტყვი, რამდენიმე კარგი გოლი გავიტანე და ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს.
დღევანდელ მატჩში აუცილებლად უნდა მოგვეგო, საბოლოო ჯამში რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ გამარჯვება შევძელით და მნიშვნელოვანი ქულები დავაგროვეთ. ჯერჯერობით ლიონში საუკეთესო პერიოდი მაქვს. კარგი კვირა მქონდა და სასიხარულოა, რომ ეს გუნდისთვისაც ასე იყო. ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლა შევძელით და ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულების დაგროვება." - განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 26 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონმა“ 45 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 მარტს, „სტრასბურს“ ესტუმრება. მანამდე, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებში.