ფეხბურთი

14:20 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძეს თამაში Kicker-მა გამოარჩია, ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, ხოლო „ჰაიდენჰაიმმა“ „ჰოლშტაინ კილთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 3:1.

ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასეს ცნობილმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა საიტებმა Sofascore-მა და Whoscored-მა, მათ ბუდუს 9.0 და 9,2 ქულა დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ანალიტიკური ვებგვერდების შეფასების შემდეგ, ზივზივაძის თამაში გამოარჩია ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა, რომელმაც ქართველი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 13 მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 11 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტი.

0.151655