UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ ისრაელ ადესანია და რობერტ უიტეკერი გამოიწვია. მას შემდეგი ბრძოლის გამართვა ტოპ 5-ში მყოფ მებრძოლებთან სურს.
რომანის გამოწვევას გამოეხმაურა რობერტ უიტეკერი და როგორც მის ნათქვამში ვკითხულობთ ავსტრალიელს სხვა გეგმები აქვს და რომანთან ჩხუბს არ აპირებს.
"დოლიძის გამოწვევა? მე სხვა გეგმები მაქვს, მსურს ბრძოლა რეიტინგში წინ მდგომებთან გავმართო. დოლიძეს რიგში ჩადგომა მოუწევს.
დოლიძეს და ვეტორის ბრძოლის ყურება დავიწყე, თუმცა რაუნდ ნახევრის შემდეგ შევწყვიტე და ვიდეოთამაშის თამაში დავიწყე, ვიცოდი, რომ ზუსტად ისეთი ბრძოლა იქნებოდა, როგორც მათ პირველ შეხვედრაში იყო. ვფიქრობ მათ მესამედ უნდა იჩხუბონ." - განაცხადა უიტეკერმა.
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ მარვინ ვეტორი 5 რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და რევანში აიღო.