ფეხბურთი

11:45 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა ელიტ რაუნდისთვის მზადება დაიწყეს (+VIDEO)

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში - პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა, დღეს სფფ-ის ტექნიკური ცენტრის "ბასას" მოედანზე პირველი ვარჯიში გამართა. ვარჯიშის შემდეგ კი მოახლოებული ელიტ რაუნდის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ასევე ფეხბურთელებმა - საბა გეგუჩაძემ და ვახტანგ სალიამ ისაუბრეს.

აღნიშნული ჯგუფიდან, ფინალურ ეტაპზე გასვლას პირველადგილოსანი გუნდი შეძლებს. ელიტ რაუნდის სამივე მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.




U19 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე საური (რიუ ავე, პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), რატი გრიგალავა (კოლხეთი 1913).

ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (რიუ ავე, პორტუგალია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ლევან ნაჭყებია (დინამო თბილისი).

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ელიტ რაუნდის მატჩებზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 18 მარტის ჩათვლით მისამართზე - media@gff.ge

ჯგუფის სხვა მატჩების განრიგი

19 მარტი | მონტენეგრო - სლოვაკეთი | დავით პეტრიაშვილი | 14:00
22 მარტი | პოლონეთი - მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი | 14:00
25 მარტი | სლოვაკეთი - პოლონეთი | დავით პეტრიაშვილი | 19:00

0.06435