MLS-ის მეოთხე ტურის მატჩში საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ინტერ მაიამის" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 72 წუთი ითამაშა. მატჩის საწყის წუთებზე მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს, თუმცა ლიონელ მესიმ მალევე გაათანაბრა და შეხვედრის 89-ე წუთზე "მაიამის" რიგებიდან გამარჯვების გოლი ფაფა პიკაულტმა გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
"ინტერ მაიამის" 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება "ატლანტას', მას 4 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.
ლიონელ მესის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მას 2025 წელს 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.