ფეხბურთი

9:30 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ბევრს მიაღწევს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა. „უესკასთან“ (2:1) მატჩში ქართველი საგოლე პასით გამოირჩა და მწვრთნელისგან შექებაც დაიმსახურა:

„ქოჩორაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ბევრი უნარი აქვს, თამაშის, მუშაობის, კარგად ბალანსის დაცვა შეუძლია და მოედნის ხედვაც აქვს. ძალიან მაღალი დონის მოთამაშე და ამას აჩვენებს. მუშაობა უნდა გააგრძელოს, "ლევანტეზე" ფიქრობს, ყურადღების გაფანტვა არ სჩვევია და ეს შორს წაიყვანს. გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა. შრომისმოყვარე ფა გამარჯვებული მენტალიტეტის ფეხბურთელია.

მომავალ კვირაში ჩვენთან არ იქნება, რადგან ნაკრებშია გამოძახებული. ლა ლიგა 2-მა უნდა გადახედოს სეზონის განრიგს, რადგან როდესაც ფეხბურთელის შეძენას აპირებ, გირჩევნია, ნაკრებში არ თამაშობდეს, რაც არ არის კარგი გუნდებისთვის და არც ლიგისთვის. ცოტა უსამართლობაა. თუმცა, ვაპირებთ მის შეცვლას, როცა წინა სანაკრებო პაუზებზე წავიდა, მისი შეცვლა მოვახერხეთ და კარგად ვიმუშავეთ“, - თქვა კალერომ.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა. „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში ლიდერია და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. მომდევნო მატჩს ესპანური გუნდი ქოჩორაშვილის გარეშე ჩაატარებს, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, თუმცა, ეს მატჩი გიორგის „ლევანტეში“ დისკვალიფიკაციის გამო მაინც გაუცდებოდა.

0.061939